logo
ENG



ლავროვი პრიგოჟინის აჯანყებას "უსიამოვნებაზე მეტს" არ უწოდებს

30 ივნ 202317:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/30/45jdo7sz1leut7f.jpeg

საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი არაა ვალდებული ვინმეს განმარტება მისცეს აჯანყების მცდელობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ლავროვი აჯანყებას "უსიამოვნებაზე მეტს" არ უწოდებს. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უცხოელი ჟურნალისტის კითხვას პასუხობდა.

"ჩვენ არ ვართ ვალდებული ვინმეს რამე ავუხსნათ, რაიმე გარანტია მივცეთ, ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, ამ თემაზე ისაუბრა პრეზიდენტმა, ამ თემაზე ისაუბრა ჩვენი ქვეყნის ყველა პოლიტიკურმა ძალამ. თუ ვინმეს დასავლეთში რაიმე ეჭვები აქვს, ეს თქვენი პრობლემებია. [...] რუსეთი ყოველთვის ყველა უსიამოვნებისგან, და რთულია ამას უსიამოვნებაზე მეტი უწოდო, უფრო ძლიერი გამოდიოდა", - განაცხადა ლავროვმა.

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ,  პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.


close დახურვა